11 ივნისამდე არამდგრადი ამინდები და ხანმოკლე წვიმები იქნება

სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 11 ივნისამდე არამდგრად ამინდს და დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმებს პროგნოზირებენ.

მათივე ინფორმაციით, ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 8 ივნისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

10 ივნისამდე ქვეყანაშ საშუალო ტემლერატურა 20-25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ბათუმს, დღეს ბათუმში მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, მისი ინტენსივობა საღამოს, 18:00 საათიდან შესუსტდება, თმცა სრული გამოდარება არ არის მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას 11 ივნისიდან ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ცენტრში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“სასამართლო სისტემა არ არის არც პრეზიდენტის, არც პრემიერის, არც სხვა თანამდებობის პირის ზედამხედველობის ქვეშ”