11-12 იანვარს, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 8–12 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობნით, 8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსია.

რაც შეეხება 10-12 იანვარს, ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.

banner
წინა სტატიაშიმიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მლნ დოლარი იქნება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ადასტურებს, რომ “თბილსერვისის” რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდება