თურქეთი: ასადის გადადგომის გარეშე სირიაში სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბილან იილდირიმმა, რომელმაც მიმდინარე კვირას სირიასთან ურთიერთობის მოგვარების სურვილი გამოთქვა, განაცხადა, რომ ამის საფუძველი სირიის პრეზიდენტის გადაგომა იქნება.
პრემიერმა განაცხადა, რომ ასადის გადადგომის გარეშე “თურქეთში არაფერი შეიცვლება”. ის ასევე თვლის, რომ ასადმა შექმნა რეგიონში ექსტრემისტული “ისლამური სახელმწიფო” და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების წარმოქმნის პირობები.
“სანამ ასადი პრეზიდენტად რჩება, პრობლემა ვერ გადაიჭრება. მოვლენ სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რადგანაც, საქმე სირიის რეჟიმშია, რომელიც მათ შექმნას პროვოცირებს” – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიასთან ურთერთობის ნორმალიზების სურვილი გუშინ გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი : სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე
შემდეგი სტატიაობამა: პოლიციასა და ხალხს შორის განხეთქილება უნდა გადავლახოთ