იოჰანეს ჰანი აჭარაში ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებს მოინახულებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმში 14 ივლისს ჩამოვა.

მისი თქმით, ჰანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

“ვისარგებლებთ შემთხვევით, რომ ჰანი იქნება აჭარაში და აუცილებლად მოვინახულებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე საინტერესო პროექტს, რომელიც ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის ფარგლებში დახმარებისთვის განახორციელა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: მაგარი ლენჩები ხართ ქოცებო!