ბრიტანეთის მთავრობამ Brexit-ის მეორე რეფერენდუმზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პეტიციის პასუხად, რომელიც მეორე რეფერენდუმის დანიშვნას ეხებოდა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, უარი განაცხადა ხელახალ პლებისციტზე – დღეს The Independent-ი წერს. გადაწყვეტილება იმის მიუხედავად მიიღეს, რომ პეტიციას 4,1 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხად განაცხადა, რომ რეფერენდუმზე 33 მილიონი ადამიანი მივიდა და მათ აზრს პატივი უნდა სცენ. მთავრობა უახლოეს მომავალში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს დაიწყებს.

ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიანატო “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში კოალიციას AWACS-ის სისტემებით დაუჭერს მხარს