აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს

აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა მის გათავისუფლებას, თუმცა პროკურატურამ მისი წინააღმდეგობა დაძლია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ეროვნების აჰმედ ჩატაევი სტამბოლის აეროპორტის ტერორისტული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორია. ჩემი მთავრობის პერიოდში ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელსაც ოდესის პოლიციის ამჟამინდელი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. ოპერაციის დროს ჩვენი სამართალდამცველების 3 წევრი მოკლეს. 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ ახალმა მთავრობამ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელმღვანელობით ის სწრაფად გაათავისუფლა, რადგანაც ახალი მთავრობის ბევრი ლიდერი მას პოლიტპატიმრად აცხადებდა.

მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი და მის გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პროკურატურამ ჩემი წინააღმდეგობა დაძლია. ახლა ის თავისუფალია მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

ჩემი 10 წლის შვილი მგზავრობდა იმ ტერმინალის გავლით თავდასხმის წინა დღეს, ასე რომ მე წრფელი სოლიდარობა მაქვს ულმობლად დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახების მიმართ. საინტერესოა საქართველოს მთავრობაც იგივეს თუ გრძნობს?“

შეგახსენებთ, რომ თურქული გამოცემების ნაწილი წერს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა
შემდეგი სტატიამოტყუებული გლეხები კუთვნილი თანხის აღებას მეორე წელია უშედეგოდ ელოდებიან