1000 მეტრიანი დროშით და 7 კილომეტრიანი კოლონით, ერდოღანის ოპოზიცია სტამბულში შედის

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტია,, (CHP) რომელიც თავად ქემალ ათათურქის მიერ არის შექმნილი, უკვე მე-17 დღეა ერდოღანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობთ, ფეხით, ანკარიდან სტამბულამდე მიემართება.
15 ივნისს სამართლიანობის (Adalet) მოთხოვნით დაწყებული მსვლელობა, რომელსაც თავად პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ უდგას სათავეში, სტამბულს უახლოვდება… სტამბულის ბეშიქთაშის მერმა მურატ ჰაზინედარმა, რომელიც ამავე ოპოზიციური პარტიის წევრია, მსვლელობის მონაწილეებს სტმბულთან ახლოს 1000 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის წითელი ნაჭრისაგან შეკერილი თურქეთის დროშა მიაგება.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულში ათეულობით ათასი ადამიანი ელოდება მსვლელობის მონაწილეებს შესაერთებლად.
,,ეს მსვლელობა და ჩვენი პროტესტი სამართლიანობისათვის აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება,, აცხადებს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქილიჩდაროღლუ, რომელმაც 15 ივნისს ანკარაში საპროტესტო აქცია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თურქეთის პარლამენტის დეპუტატის – ენის ბერბეროღლუს საეჭვო ბრალდებითა და 25 წლიანი პატიმრობის მუხლით ციხეში ცასმის მეორე დღესვე დაიწყო.


,, ეს საპროტესტო მსვლელობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავლისათვის ეწყობა! ეს არის მსვლელობა სამართლიანობისათვის, რომელიც მხოლოდ ჩვენი პარტიის წვერებს არ ეხებათ… ამ მსველობას პარტიებთან არა აქვს კავშირი… ეს, სამართლიანობისათვის გადადგმული ნაბიჯია და მას მთელი ხალხი და ქვეყანა უნდა შეუერთდეს და სამართლიანობა უნდა მოვითხოვოთ! რამეთუ, გადაჭედილი ციხეების მქონე ქვეყანაში -სამართლიანობა არ იქნება! სამართლიანობის არ მქონე ქვეყანაში – ადამიანი არ იქნება, მისი უფლებები არ იქნება, მშვიდობა არ იქნება, სამართლიანობის არ მქონე ქვეყანაში – სიწყნარე არ იქნება! სამართლიანობის არ მქონე ქვეყანაში – სახელმწიფო არ იქნება! სამართლიანობა! სამართლიანობა! სამართლიანობა,, ამ სიტყვებით მიმართა თურქეთის ,,სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ანკარაში 15 ივნისს მოქალაქეებს და მათთან ერთად ხანგრძლივი საპროტესტო აქცია დაიწყო.

banner
წინა სტატიაში1993 წლის 2 ივლისი დილის 5.00 საათი-მე ვიცავ ჩემს სამშობლოს!!!
შემდეგი სტატიაგაზეთი ″საბაჰი″ ქართულ მედიას და ქართველ ჟურნალისტებს შეურაცყოფას აყენებს