100 დაღუპული და 100-მდე დაკარგული – მიანმარში მეწყერი ჩამოწვა

მიანმარში მეწყრის ჩამოწოლას მინიმუმ 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანიც, რაც მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის ვარაუდს იძლევა. სტიქიური უბედურება მიანმარის ჩრდილოეთში მდებარე კაჩინის შტატში მოხდა. მეწყერი ნეფრიტის მომპოვებელ მაღაროსთან ჩამოწვა და მაღაროელთა სახლები მოიყოლა, მაშინ როდესაც მაცხოვრებლებს ეძინათ.
ღარიბი მოსახლეობა მაღაროს სიახლოვეს ხშირად სახლდება ხოლმე, რათა ძვირფასი ქვები ან მისი ნარჩენები იპოვოს. შემთხვევის ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც მოსახლეობაც არის ჩართული.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა ბოლნისის წუღრუღაშენის ტაძრიდან მიულოცა
შემდეგი სტატიადავით ბორჩაშვილის ადვოკატები სუს-ში იმყოფებიან – დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ