10-ლარიანი ვერცხლის მონეტის შეძენა მსურველებს 100 ლარად შეეძლებათ

ფოტო: ეროვნული ბანკი

წინა სტატია
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ 10-ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებას წარუდგინა.

მონეტის შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა. მისი მთავარი კომპოზიცია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი : გრიგორი კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს