10 ივნისს დაგეგმილი გერმანიის, საფრანგეთის და საბერძნეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლებელია საბერძნეთისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის ანგელა მერკელთან და ფრანსუა ოლანდთან შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში 10 ივნისს გაიმართება, შესაძლებელია ბერძნული კრიზისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს–ამის შესახებ  იმფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. სააგენტოს თქმით, შესაძლებელია «ფინალური სვლა» ზუსტად დღეს ჩატარდეს.
შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებს რეფორმების ახალი ვარიანტი შესთავაზა, რომლითაც აპირებს, რომ ახალ ფინანსებზე წვდომა უნდა განიახლოს. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის მარგარიტ სხინას თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთის წინადადებას სწავლობენ.
დიდი ალბათობით, საბერძნეთის მიერ შეთავაზებული სცენარი აღნიშნული უწყებებისთვის მიუღებელი იქნება ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისთვის.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს
შემდეგი სტატიაპარლამენტში რეგისტრაციის მეოთხე შემთხვევაც უშედეგოდ დასრულდა