1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება

timthumb1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდოვიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხელმძღვანელებს.

ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინსიტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვები.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონია 1 მარტს 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ -ს ცერემონიათა დიდ დარბაზში გაიმართება, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება.

პირველ, ოფიციალურ ნაწილში მოლდოვას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა მოლდოვური ღვინის დეგუსტაციას და ფურშეტს, რომელიც გაფორმებული იქნება მოლდოვური ცეკვების პოპურითა და ცოცხალი მუსიკით.

დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს საიმიჯო კლიპს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.
ცნობისთვის, საქართველოში მოდლოვას საპატიო საკონსულო 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის საქმეზე “თავისუფალი დემოკრატები” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ
შემდეგი სტატიარეგისტრაცია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 15 მარტს დასრულდება