1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება

1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგეგმება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურება.

„2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, რაც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთ საერთო მიზანს ემსახურება – ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირველ რიგში აისახება ადამიანების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაც სწრაფად განვითარდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის
შემდეგი სტატიასაგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება – კვირიკაშვილი