1 იანვრიდან გადასახადები გაიზარდა

1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.

„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე, გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე გაიზრდება.
ასევე იზრდება გადასახახი სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს” – პატრიარქის საახალწლო მილოცვა
შემდეგი სტატიაპრემიერი სენატორებს: დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის