1 აშშ დოლარი 2.4716 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4716 ლარი გახდა, 1 ევრო კი 2.7146 ლარი ღირს.

პარასკევ საღამოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4716 ლარია. გუშინ საღამომდე 1 აშშ დოლარი 2.4703 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7146 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6827 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა
შემდეგი სტატიამცხეთასთან მომხდარმა ავარიამ საცობი შექმნა