1 იანვრიდან 31 ივლისამდე, ყველაზე დიდი შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტიამ მიიღო

2015 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტია “ჩვენი საქართველო თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღო. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა “ამბები.ჯი”-ს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიისთვის რამდენიმე ფიზიკურმა პირმა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გაიღო, რამაც საერთო ჯამში 145 500 ლარი შეადგინა.
შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით ბოლო 7 თვის განმავლობაში მეორე ადგილას ირმა ინაშვილის პარტია “პატრიოტთა ალიანსია”, რომელმაც უკვე 54 980 ლარი
მიიღო. რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, იგი შემოწირულობებით მესამე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულმა პარტიამ 36 400 ლარი მიიღო. რაც შეეხება კახა კუკავას პარტია “თავისუფალ საქართველოს”, მას ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შემოწირულობების სახით 29 178 ლარი გადაურიცხეს. მეხუთე ადგილზეა ახალშექმნილი “დევნილთა პარტია” 21 400 ლარით. “რესპუბლიკური პარტიის” შემოწირულობებმა კი 18 055 შეადგინა.
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი აქვს პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, რომელმაც მხოლოდ 5 065 ლარი მიიღო, მათი უმრალესობა კი – საწევროს სახით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე იურიდიულ პირებისგან არც ერთი შემოწირულობაც არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშილეგენდარულმა Scorpions უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინის ინტერვენციისთვის 2005 წლიდან ემზადება