1 თებერვლიდან მზიანი ამინდებია მოსალოდნელი

თებერვლის პირველ კვირას საქართველოში უმეტესად უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ხვალიდან 3 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 გრადუსი იქნება. 17 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი თბილისშიც.
სინოპტიკოსების განცხადებით, 4 თებერვალს საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 12 გრადუსამდე.
ამასთან, 5-7 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს და მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 14 გრადუსამდე. თბილისში კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი 50 დოლარით დააჯარიმეს.
შემდეგი სტატიამთავრობის სტატისტიკა – ხელისუფლება ბოლოდან მეოთხე ადგილს პირველ ოთხეულად ასაღებს?