​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

6-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც.

პარიზში ყოფნის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა მრავალხრივ ფორმატებში და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

banner
წინა სტატიაში„რა ვქნათ, სად უნდა წავიდეთ“ – ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიადემონტაჟის მერე შიგნით რამე დარჩება? – მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში შესვლას ითხოვენ