​ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე – ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე – ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ერთ-ერთს სავარაუდოდ მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს, ხოლო მეორეს ზედა კიდურები აქვს დამწვარი. ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხანძარი სავარაუდოდ საძინებელ ოთახში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ციმბირში ისვენებს
შემდეგი სტატიაერდოღანი და თურქეთის ახალი სახელმწიფოს იდეა