​აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ბაქოში დღეს გაიმართება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ​აფგან მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით, მუხთარელის სასამართლო პროცესი ბაქოში დღეს გაიმართება. აზერბაიჯანულმა სასამართლომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. ჟურნალისტს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

მუხთარელი თბილისიდან 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია – მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : არანაირი პრივილეგია არ არის ხალხის ნდობაზე მეტი