“ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება” – ბარაკ ობამა

„მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ვთხოვე ჩემს მრჩეველებს ასეთი ვარიანტი განიხილონ–ბარაკ ობამა

ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე კომენტარს აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბარაკ ობამას თქმით, მისი ადმინისტრაციის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კარგად შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს. “თავს შევიკავებ პოლიტიკური პროგნოზებისგან, თუმცა, ჩემი აზრით, ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება.” – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ობამამ 2008 წლის პრაიმერიც გაიხსენა, სადაც ისინი ერთად იბრძოდნენ პრეზიდენტობისთვის და ხაზი გაუსვა მის პიროვნულ ღირსებებს. მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ის აიოვას შტატში პირველ კამპანიას მიმდინარე კვირაში გეგმავს

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი გერმანიის ქონების დაპატიმრებით იმუქრება
შემდეგი სტატიაკოტე თოლორდავას სამშობლოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ