ჰილარი კლინტონის ფოსტაში 60 საიდუმლო ინფორმაცია აღმოაჩინეს

ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.

bill-clinton-hillary1აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 60 საიდუმლო ინფორმაცია აღმოაჩინა, რომელიც ჰილარი კლინტონის პირად ფოსტაზე იყო თანამშრომელების მიერ გაგზავნილი. ამის შესახებ The Washington Post წერს. “წერილების საერთო რაოდენობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაზღვრა, როგორც საიდუმლო ინფორმაციის მატარებელი, 60-მდე გაიზარდა” – ამბობს გაზეთის წყარო. მისი თქმით, შესაძლებელია წერილების ოდენობა კიდევ გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ წერილების უმეტესობა აღნიშნულია როგორც “კონფიდენციალური”, რაც საიდუმლოების დაცვის მაღალი ხარისხი მაინც არ არის. ერთ-ერთ მათგანზე კი დარტყმული იყო გრიფი “საიდუმლო” (საშუალო ხარისხი).

შეგახსენებბთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის სამუშაო მიმოწერაში 15 წერილი ვერ იპოვა. ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ყოფნისას (2009-2913 წლები) პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობდა, რაც ამერიკის კანონმდებლობით შიდა განაწესის უხეში დარღვევაა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს კლინტონის მიმოწერის გასაჯაროვება. საუბარია დაახლოებით 60 ათას წერილზე.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: “თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით”
შემდეგი სტატიაროგორ იყიდება დღეს ქართული მიწები სააკაშვილის დანერგილი მეთოდით!!