,,ჰეზბოლა,, სირიაში რუსეთის ძალისხმევის გაძლიერებას მიესალმება…

აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ლიბანური შიიტური დაჯგუფება ,,ჰეზბოლას,, ლიდერის ჰასან ნასრალის განცხადებით, მისი ორგანიზაცია სირიაში რუსეთის ძალისხმევის გაძლიერებას მიესალმება…

,,რუსეთმა განათავსა სირიაში ძალიან თანამედროვე და ზეზუსტი იარაღები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რასაც ჩვენ მივესალმებით,, განაცხადა ტელეკომპანია Al Manar -ის ეთერში ნასრალიმ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ,,რუსეთი მას შემდეგ ჩაერია სირიის სამხედრო კონფლიქტში, რაც აშშ-ს მიერ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა კრახი განიცადა,,

აღსანიშნავია, რომ ,,ჰეზბოლას,, მეომრები, ისევე როგორც ირანელი სამხედროები, აქტიურად იბრძვიან სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინადან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აძევებენ
შემდეგი სტატიატრაგედია მექაში