ჰაკერებმა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო United Press International-ის “ტვიტერზე” კიბერშეტევა განახორციელეს.

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” ინფორმაციით, ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს “ტვიტერზე” ჰაკერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული და ჩინურ ხომალდებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.
United Press International-ის “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ინფორმაცია რამდენიმე წუთში გავრცელდა სოციალურ ქსელში.
საინფორმაციო სააგენტოზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ United Press International-ის რედაქტორმა საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით ამცნო მომხმარებელს, რომ სააგენტოს “ტვიტერზე” კიბერშეტევა განხორციელდა.
ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოზე ჰაკერული თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ქემერონი კიბერუსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავდნენ.

banner
წინა სტატიაშირადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ
შემდეგი სტატიაორგანიზაცია “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებმა დღეს პატიმარ მიკაილ კადიევის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.