ჯუნა დავითაშვილის დასაფლავება უცნაური მოვლენების ფონზე

juშაბათს 13 ივნისს ჯუნა დავითაშვილი მოსკოვში დაასაფლავეს… ცნობილი ექსტრასენსი 66 წლის ასაკში მოსკოვში, მაღაზიაში ყოფნისას ინსულტით გარდაიცვალა.
საბჭოთა ეპოქაში ის ძალიან პოპულარულ და ცნობილი მკურნალად ითვლებოდა. როგორც ზოგიერთი მედია საშუალება ირწმუნება, მისი პაციენტები სხვადასხვა დროს საბჭოეთის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი, მსახიობი რობერტ დენირო, რეჟისორები ფედერიკო ფელინინი და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ.
მოსკოვში ჯუნა უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგა ექსტრასენსებმა და მეგობრებმა გააცილეს.
dzhuna-pohoronyგამომშვიდობების ცერემონიისას, მოსკოვის ასურელთა აღმოსავლეთის სამოციქულო ეკლესიაში გალობა არამეულ ენაზე მიმდინარეობდა, შემდეგ კი მოსულმა საზოგადოებამ ჯუნა ვაგანკას სასაფლაოზე გააცილა.
გამომშვიდობებისას მიცვალებულთან უკანასკნელად შეხების სურვილს აურზაური მოყვა: ქალები ძლიერ თავბრუსხვევას უჩიოდნენ და კივილი ატეხეს.
დამსწრეთაგან ბევრის სურვილი იყო მიცვალევულისთვის მობილური ტელეფონი ჩაედოთ კუბოში.
შექმნილი ისტერია ერთ-ერთი მეგობრის სიტყვების შემდეგ სრულ ქაოსში გადაიზარდა, როცა მან თქვა, რომ ჯუნა არ მომკვდარა და მას სიცოცხლის ნიშნები შეამჩნია.
ჯუნას რამდენიმე მეგობრის განცხადებით, ჯუნას წამწამები მოძრაობდნენ, სხეულმაც გათბობა დაიწყო და მისი ძაღლიც უცნაურად იქცეოდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დამსწრე საზოგადოებამ სასწრაფო მანქანის გამოძახება გადაწყვიტა, რომ გაერკვიათ, რატომ ხდებოდა სხეულის გათბობა.
ჯუნა დავითაშვილი რამდენიმე საათის დაგვიანებით საკუთარი შვილის, ვახოს გვერდზე დაასაფლავეს… წერს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაში„სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს 40 მილიონი ლარი არ ჰყოფნის“
შემდეგი სტატიადათვი, ჩლიქოსნები და ფრინველები – რუსეთის ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველებს აგზავნის