ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებსაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. ბაიდენის წარმომადგენლები აქტიურად შედიან კონტაქტში ისეთ პოლიტიკოსებთან და დემოკრატიული პარტიის სპონსორებთან, რომლებიც ჰილარი კლინტონს კატეგორიულად არ უჭერენ მხარს – ამის შესახებ წუხელ გვიან The New York Times-მა დაწერა.
ჟურნალისტების თქმით, 72 წლის ჯო ბაიდენმა პირველად სურვილი, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე ,საკუთარი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სპონსორებს დახურულ ფართიზე გამოუცხადა.
სააგენტო AP კი The New York Times-სგან განსხვავებით წერს, რომ ბაიდენი გადაწყვეტილებას სექტემბრისთვის მიიღებს.
შესაძლებელია ბაიდენი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოვიდეს დაგეგმილ პრაიმერზე – კანდიდატების პირველად არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან, შემდეგ კი მომავალი წლის თებერვალში.
ყოფილმა პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება 2015 წლის აპრილში მიიღო. გამოკითხვის შედეგად, დემოკრატებიდან ყველაზე დიდი ნდობა ზუსტად ჰილარი კლინტონს გამოუცხადა ამომრჩეველმა.
ივნისში საიდუმლო სამსახურებმა მას სახელმწიფოებრივი დოკუმენტებისთვის პირადი მეილის გამოყენებაში დასდეს ბრალი. გამოძიება მიმდინარეობს და კლინტონის თანხმობით პირადი ფოსტის 60 ათასი დოკუმენტის გადაჯაროვება ეტაპობრივად ხდება.

banner
წინა სტატიაში„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“…
შემდეგი სტატია1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა