“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მდინარე ვერეს ხეობაში მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო

GWP

როგორც “თაიმერს” კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან, მდინარე ვერეში, საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღარ მოხდება.

განცხადების თანახმად, დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა.

“კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მდინარე ვერეს ხეობაში, დროებით, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ საკანალიზაციო კოლექტორს მიუერთა. დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან გაწმენდილი სახით მოედინება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღნიშნული საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა, რადგან მდინარე ვერეს ხეობაში გზისა და საკანალიზაციო კოლექტორის რეკონსტრუქციას, დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდ. ვერეში დაბინძურებული წყალი აღარ მოხვდება. რაც შეეხება საკანალიზაციო კოლექტორს, მისი პირვანდელი სახით აღდგენა, საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს დედაქალაქის მოსახლეობას, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება”, – ნათქვამია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიატერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში