“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს

GWP

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს.
ამის შესახებ “თაიმერს” თავად კომპანიიდან აცნობეს. მათივე განმარტებით, ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს, რომელსაც ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება ღამით, 24:00 საათიდან აღუდგება.
“მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ღამიდან მიმდინარეობს. 400 მმ-იან თუჯის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას დაზიანების არეალში მდებარე სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლე ართულებს. დაზიანების შესახებ შეტყობინება კომპანიამ 22:25 საათზე მიიღო. ტექნიკური ბრიგადები ავარიის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 15 წუთში, 22:40 საათზე მივიდნენ და ოპერატიულად გადაკეტეს წყლის ჩამკეტი ურდულები. სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში, გუშინ ღამის 22:40 საათიდან მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს, რომელსაც ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან (00:00) აღუდგება. დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზისა და ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა