ჯონ მაკკეინი- მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო

ჯონ მაკკეინი- მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო

სენატორმა ჯონ მაკკეინმა კვირას თქვა, რომ მას“მე მრცხვენია ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ბარაკ ობამასი და საკუთარი თავის, რადგანაც მათ მხარი არ დაუჭირეს უკრაინელ სამხედროებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში–განაცხადა,დღეს სენატორმა ჯონ მაკკეინმა

„მე მჯერა  რომ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად 70 წლის მანძილზე გამოყვეს ქვეყანა ევროპაში, ეს სამარცხვინოა“ აღნიშნა მაკკეინმა CBS-ზე.

„ვლადიმირ პუტინი არ იხდის საფასურს. მაშინაც კი, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია. უკრაინელებს არ უთხოვიათ ამერიკული ბოტები საკუთარ მიწაზე, საკითხი ასე არ დგას. ისინი ითხოვენ იარაღს იმისთვის, რომ თავი დაიცვან,რადგან მათ ხოცავენ. ეს სამარცხვინოა!
მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის , ჩემი პრეზიდენტის და მრცხვენია საკუთარი თავის,რადგან მეტი არ გავაკეთე იმისთვის, რომ ამ ხალხს დავხმარებოდი ეს ნამდვილად, ნამდვილად გულგასატკენია“–დასძინა სენატორმა

banner
წინა სტატიაში,,ყველა ქართველი დღეს უკრაინასთანაა,, აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში დანიშნული ქართველების გამო ამ ქვეყანასთან ურთიერთობას არ გავაფუჭებთ – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი