ჯოლის და პიტის მონაწილეობით «ლაჟვარდოვანი სანაპიროს» ტრეილერი გამოვიდა

ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტის მონაწილეობით ფილმის «ლაჟვარდოვანი სანაპიროს» ტრეილერი უკვე დაიდო იუთუბზე. ჯოლი ამ ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერია.
ფილმში მოთხრობილია ყოფილ მოცეკვავესა და მწერალზე, რომლებიც 70-იანი წლების საფრანგეთში მოგზაურობენ. ოჯახურ წყვილს უთანხმოება მოსდით და ერთმანეთის გაუცხოვება ეწყებათ. თუმცა, ერთ-ერთი წყვილის გაცნობის შემდეგ ისინი საკუთარ ურთიერთობას გადააფასებენ.
ეკრანზე დიალიგი თითქმის არ წყდება. გმირები ბევრს ეწევიან და დაფიქრებული სახით რეფლექსირებენ. ფილმი სამხრეთ საფრანგეთშია გადაღებული.
ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტის გარდა ფილმში მონაწილეობენ მელანი ლორანი, მელვილ პუპო, ნილს არესტრუპი და რისარ ბორენჟე.
ფილმის რელიზი 13 ნოემბერს არის დაგეგმილი.
“ლაჟვარდოვან ნაპირამდე” ჯოლი, როგორ რეჟისორი ორ სხვა ფილმზეც მუშაობდა.
ბრეტ პიტი და ანჯელინა ჯოლი «მისტერ და მისის სმიტების» შემდეგ ერთად არ გამოჩენილან ეკრანზე.
ისინი 6 შვილს ზრდიან. ოთხი მათგანი ნაშვილებია.

banner
წინა სტატიაშიალიევის უფროს ქალიშვილს აგარაკი რუბლიოვკაზე აქვს
შემდეგი სტატია300 ათასი ადამიანი რუსეთში საკვები პროდუქტების განადგურების წინააღმდეგ