ჯოკია ბოდოკიას მერიის თანამშრომელი მუქარაში ადანაშაულებს

მერიის მაღალჩინოსანი მორიგ სკანდალში ეხვევა. დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს ამჯერად ზეწოლაში ადანაშაულებენ. განცხადება ამის შესახებ დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა გააკეთა.

ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი ამბობს, რომ მასზე გეგი ნიჟარაძემ ზეწოლა მოახდინა. გარდა ამისა ნამიჭეიშვილი აცხადებს, რომ მას ჯოკია ბოდოკიაც ემუქრებოდა. მისი მტკიცებით ჯოკია ბოდოკიამ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერილი განცხადება გადასცა და მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა.

“ნიჟარაძე და მისი კლანი ითხოვდნენ სამსახური დამეტოვებინა, ისინი ახდენდნენ ზეწოლას ჩემზე. კაბინეტში შემომივარდა ჯოკია ბოდოკია, გადმომცა უკვე დაწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვა თანამდებობიდან გადავმდგარიყავი, “- აცხადებს ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაუკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესის დასაწყებად ემზადებიან