ჯიჰადისტებმა 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს

ჯიჰადისტებმა ერაყში მასობრივი სასაკლაო მოაწყვეს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. საზარელი ფაქტი ერაყის ქალაქ ალ-ბაღდადში მოხდა.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდნენ ექსტრემისტების მსხვერპლი. თუმცა, როგორც სამართალდაცავი უწყებები აცხადებენ, ისინი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშითურქული ფონდი აფხაზეთში სირიელ რეპატრიანტებს ეხმარება
შემდეგი სტატიამერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა