„ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ნაპოვნი არ არის“

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.

მისი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები დღეს ვოლიერებში მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ არის, ვგულისხმობ მნიშნელოვან სიახლეს, რომ ნაპოვნი იქნა თუ არა დიდი მტაცებელი. ჯერჯერობით ნაპოვნი არცერთი არ არის. იყო შემოსული ძალიან ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა ადგილებიდან, ასევე, გორის და მარნეულის რაიონებიდან, ყველა სიგნალი გადამოწმებულია, თუმცა არცერთი არ დადასტურდა“, – განაცხადა გურიელიძემ.

 

banner
წინა სტატიაში“საუბარი იყო იმ მთავარ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე”-ირინა იმერლიშვილი
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში მიიღებს მონაწილეობას