ჯეიმს აპატურაი ქართველი სამხედროს ოჯახს თანაუგრძნობს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს თანაუგრძნობს. განცხადება აპატურაის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“ნატო-ს სახელით ვუთანაგრძნობ პირველი კლასის ახალგაზრდა რიგითის ოჯახსა და ახლობლებს, რომელიც ავღანეთში, ნატო-ს მისიაში მსახურებისას დაიღუპა. მინდა ასევე სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ სამხედროს. როგორც გენერალურმა მდივანმა, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, ნატო ძალიან მადლიერია იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ, ავღანეთში საერთო მიზნების მისაღწევად შეიტანა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც ამ მისიაში დაიღუპა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: კახა მამულაშვილის გირაოთი გათავისუფლების მოტივი მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება გახდა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი–არ მინდა, რომ გამოსავალი აეროპორტი იყოს!