ჯეიმს აპატურაი: დეკემბრის მინისტერიალზეც და ვარშავის სამიტზეც აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი

თინა ხიდაშელისა და ჯეიმს აპატურაის ერთობლივ ბრიფინგზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმოადმგენლმა ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ატარებს თავდაცვის უწყება. მისი თქმით, ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის შეტანილ საქმეში.

“მინდა მოგილოცოთ ის რეფორმები, რომელის განხორციელებასაც აგრძელებთ. არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს, გაიხსნა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. ნატო საქართველოსა და ბუქარესტის გადაწყვეტილებების ერთგული რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის მინისტერიალზეც და ვარშავის სამიტზეც აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი და თუ როგორ უნდა წაიწიოს ქვეყანამ წინ ნატოს წევრობის გზაზე,” – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური.

“ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის, არის საქართველოს ერთიანობა მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმოადმგენლი გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: მედიის თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკიდან” დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა