ჯეიმს აპატურაიმ თინა ხიდაშელის საქმიანობა შეაფასა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მუშაობა შეაფასა:

,,რასაც ვხედავთ მინისტრისგან, ეს არის განსაკუთრებული მუხტი რეფორმების გატარებისადმი. ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანისადმი. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ იმ პატივისცემას, რომელიც ჯარისკაცებს მის მიმართ აქვთ. ეს არის ის, რაც მე ჩემი თვალით ვნახე და რასაც ძალიან ვაფასებთ ბრიუსელში”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით  ნატოსადმი სწრაფვა ქვეყანაში უცვლელია.
“მრავალი წელია, საქართველოში ჩამოვდივარ. არის ისეთი რაღაცეები, რაც არ იცვლება. კერძოდ ის, რომ ნატო ერთგულია საქართველოსი, ნატო ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, ჩვენ, როგორც არასდროს, ერთგული ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”, – განაცხადა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში,,აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა”
შემდეგი სტატია4 მეთევზე ადიდებული მდინარიდან ვერ გამოდის