ჯართის ბიზნესში დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა

ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა. როგორც “თაიმერს” ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს , სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი ირინე ხინკილაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,IBERIASREEL-ის დირექტორი და დამფუძნებელი ირინე ხინკილაძე სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი. აღნიშნული სქემით შპს IBERIASREEL-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ხინკილაძესთან წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას. ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი – 550 446 ლარის ოდენობით.
ი. ხინკილაძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

banner
წინა სტატიაში“ამაყი ვარ, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცა იმას, რაც გავაკეთეთ”
შემდეგი სტატია“თბილისი 2015”-ის მოხალისეებს დღეს დააჯილდოვებენ