ჯანდაცვის სამინისტრო ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც “თაიმერს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში.
“ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის ქ. #10-ში და მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე- 1505”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების გატანა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები მე”