ჯანდაცვა დამოუკიდებლობის დღეს მსურველებს ჰეპატიტზე ტესტირებას სთავაზობს

ჯანდაცვის მინისტრმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა. დავით სერგეენკოს განმარტებით, ადგილზე ყველა უწყება საკუთარი პროექტებით იქნება წარმოდგენილი. ჯანდაცვის სამინისტრო კი მსურველებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

“იქნება რამდენიმე აქტივობა. თუ კი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა, წელს ეს იქნება ჰეპატიტზე ტესტირება, ნებისმიერი რაოდენობის მსურველს გავუკეთებთ ამ ტესტებს. ასევე იქნება ექიმების კონსულტაციები და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია,” – განმარტა ჯანდაცბვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს გაიმართება
შემდეგი სტატიამკვლელობა– რა მოხდა გამთენიისას ჩხოროწყუში