“ხუდონჰესის” მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება–დავით მირცხულავა

"ხუდონჰესის" მშენებლობა  სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება–დავით მირცხულავა“ხუდონჰესის” მშენებლობა სავარაუდოდ, ყველა გრაფიკით, წლის ბოლოს დაიწყება–ამის შესახებ განაცხადება კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე შედგა და მემორანდუმის საბოლოო ვარიანტი იქნა განხილული.
“ჩამოსული იყვნენ ინვესტორები. შეხვდნენ ქვეყნის ვიცე პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს და ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება. იქ ერთ-ერთი პუნქტია, რომ კომპანია ოფშორიდან გამოვა და დარეგისტრირდება. მივესალმები, რომ ენერგეტიკაში ყველა კომპანია გამოვიდეს ოფშორიდან. ჩვენ განვაცხადეთ, რომ კომპანია ოფშორიდან გამოდის. მემორანდუმში გაწერილია პირობები და გადავა რომელიმე ევროპულ იურისდიქციაში, სადაც ორმაგ დაბეგვრას თავიდან ავიცილებთ”, – განაცხადა მირცხულავამ.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, “ხუდონჰესი” შესაძლოა, კერძო კომპანიის ნაცვლად, სახელმწიფომ ააშენოს, დავით მირცხულავას თქმით, “სახელმწიფოს მონაწილეობა ექნება, როგორც ხელმშემწყობი და შესაძლებელია, მშენებლობის პერიოდში რაღაც ნაწილი ჰქონდეს და შემდეგ გავიდეს”.
კითხვაზე – მოხდა თუ არა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება, “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს.

"ხუდონჰესის" მშენებლობა  სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება–დავით მირცხულავა

ხუდონჰესი — ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1985 წლიდან შენდება საქართველოში, ხაიშის თემში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება. კაშხლის სიმაღლე კი 202 მეტრს. შეგახსენებ, რომ ხუდონჰესის მშენებლობის იდეა XX საუკუნის 70–იანი წლებიდან გაჩნდა. სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების პროტესტის და ადგილობრივი მცხოვრებთა ძალისხმევით პროექტი შეჩერდა.

 

 

მომხრეთა არგუმენტები:ხუდონჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში ენგურჰესის (დადგმული სიმძლავრე 1,320 მგვტ და წლიური გამომუშავება 3.8 ტვტ.სთ–მდე) შემდეგ. დაგეგმილია სიმძლავრე 702 მეგავატი, საშუალო წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდი კვ/სთ, კაშხლის სიმაღლე 202 მეტრი, წყალსაცავის სარკის ზედაპირი 526 ჰექტარი. გამომუშავებული ელექტროენერგიის 9% დარჩება საქართველოში, რაც ქვეყნის მოხმარების 1%–ს შეადგენს. 91%–ის ექსპორტი იგეგმება თურქეთში.ხუდონჰესის აშენების მომხრეები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიაზე საქართველოში 2009 წლიდან მზარდი მოთხოვნაა, რის დაკმაყოფილებასაც აახალი სადგურების მშენებლობა სჭირდება.

"ხუდონჰესის" მშენებლობა  სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება–დავით მირცხულავა

 

 

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირი 5,2 კმ² იქნება ხოლო წყლის მოცულობა 500 მლნ. მ³. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მიწისქვეშა ბიძგების, დივერსიის ან ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყლის მასა შეუერთდება ჯვრის წყალსაცავს. არსებობს რისკი რომ ენგურჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ამ რაოდენობის წყლის წნევას, გაირღვევა და 1600 მლნ. მ³ წყალი გამონთავისუფლდება, წყლის ეს რაოდენობა საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს და თურქეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილს. ამასთან ერთად ხუდონჰესი შეცვლის ჰავას რეგიონში, ტენიანობის მომატების შედეგად კი განადგურდება მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლი – უშგულში მდებარე სვანური ციხე–სახლები და კოშკები. ასევე შესაძლოა ეკოციდის საფრთხის ქვეშაც აღმოჩნდეს ქვეყანა, წყლით დაიფარება 1536 ჰექტარი მიწა, საიდანაც 1100 ჰექტარი ტყეა.ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ჰესს არ შეუძლია საქართველოს ენერგობალანსის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ზამთრის მშრალ თვეებში, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკს აღწევს სეზონურობის გამო.

banner
წინა სტატიაშისაგანელიძის ინტრიგები პიკს აღწევს
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის კონფლიქტში რუსული ჯარის მონაწილეობა