ხო არ გგონიათ ვინმეს თქვენი ეშინია ან თქვენი ტვინდაბნელებული კრაზანების??? -ირინა სარიშვილი

10959766_378383689000188_3164277161448093228_n“რა მაინტერესებს იცით? ამ რაღაც კანონს რომ იღებენ, მთავრობის წევრთა შეურაცხყოფა რომ დასჯადი ხდება, ნუ აქ სად გადის ზღვარი მძაფრ კრიტიკას და შეურაცხყოფას შორის, ალბათ თვითონ დაადგენენ”-ასე ეხმიანება სოციალურ ქსელ ფეისბუქში ირინა სარიშვილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს,სადაც შეიზღუდება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი საჯარო განცხადებები.

“რა ვუყოთ საიტებს, რომლებსაც ჩვენგან დაუკითხავად მიაქვთ სტატუსები, ანიუსებენ და ამ საიტების უმრავლესობაზე რამდენიმე სექტანტური ტიპის ავადმყოფური ჯგუფი სრულიად მიზანმიმართულად წარმოუდგენელ სიბინძურეებს წერს სტატუსის ავტორზე! ყველამ იცის, რა ჯგუფებია ეს, მაგრამ ისინი უპრობლემოდ ნებისმიერ კომენტარებისთვის გახსნილ საიტზე, ნაცების იქნება თუ ქოცების, კრაზანების ბუდესავით აიშლებიან და წარმოუდგენელ უხამსობებს წერენ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბევრი მათგანი უკვე აღარც იმალება, იმდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს! ხოდა კანონმდებლებო, თავის დასაცავ კანონებს რომ თხზავთ, ჯერ ერთი მადლობა თქვით, თქვენ თქვენი მთავრობით მართლა იმას რომ არ იღებთ ხალხისგან, რასაც იმსახურებთ, გინება თქვენთვის ცოტაა! მაგრამ თქვენი დაქირავებული ავადმყოფები რომ ღვარძლს და სიბინძურეს ავრცელებენ და ამაში გასამრჯელოსაც იღებენ, მათ ვინ დასჯის??? მართლა მაინტერესებს, მათზე კანონი მოქმედებს თუ მე უნდა მივიღო ზომები???
ვინმემ იცის რა ხდება? ამ ეტაპზე მე მხოლოდ ის გავიგე, რომ ჩემი უფლებები შეიზღუდება და თუ რამეს შეურაცხყოფად ჩამითვლიან, მე უნდა დამსაჯონ! ჩემი და ჩემსავით კიდევ ბევრის შეურაცხყოფისთვის დაისჯება ვინმე??? თუ ისინი კვლავინდებურად დაფინანსდებიან???
ხო არ გგონიათ ვინმეს თქვენი ეშინია ან თქვენი ტვინდაბნელებული კრაზანების??? იმ წუთიდან, როცა ეს კანონი ამოქმედდება, ნახავთ რასაც დავპოსტავ და იმასაც ვნახავთ, ვისი აჯობებს!!!”-წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიკიევში 2 დღეში 2 გახმაურებული მკვლელობა ერთ მიზანს ემსახურება
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა