ხონში დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქცია „ერთი საათი ავტომობილების გარეშე“ გაიმართა

ხონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა და სსიპ მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახურთან ერთად დღეს გამართა დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქცია „ერთი საათი ავტომობილების გარეშე“.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ხონის 1. #2, #3 და #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ შორის, პროფოეინტაციის და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ხონის საპილოტე სკოლების (#1,#2 და #3) მე-9 კლასის მოსწავლეები. აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ხონში არსებულ წარმოება-დაწესებულებების და სამსახურების ხელმძღვანელებს სიმბოლური მოსაწვევები დაურიგეს სათაურით „შემოგვიერთდით!

ცნობისთვის, დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა
შემდეგი სტატიაქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქურული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა