ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რჩეულ თანამშრომლებს საკონკურსო საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებაზე შპარგალკები დაურიგეს

10995460_943083519058218_4848801037450065307_nხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რჩეულ თანამშრომლებს საკონკურსო საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებაზე შპარგალკები დაურიგეს-ამის შესახებ „ქუთაისი თუდეის“ ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, ეს ამბავი მას, უკანონოდ გათავისუფლებული ხონის საკრებულოს თანამშრომლის მაია ბობოხიძის სასამართლო პროცესზე უამბეს.
„ატესტაცია და კონკურსი, ასეთი სათაური აქვს ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ფორმალურ კონკურსს, სადაც კომისიისათვის სასურველ კანდიდატებს წინასწარ აძლევდნენ კითხვებს პასუხებით და იცოდნენ წინასწარ თუ რა უნდა ეკითხათ მათთვის.

ვინც ტესტირება გადალახა, მათ გასაუბრებაზე შპარგალკები დაურიგეს,’-განაცხადა რობიზონ ხურცილავამ.

banner
წინა სტატიაშიქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა