ხმელთაშუაზღვის მიგრანტები – ევროკავშირის ახალი ზომები

მიგრანტები1ევროკავშირმა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც მიგრანტების ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირის ქვეყნებში ზღვით შემოსვლის პრობლემებს ეხება.
გადაწყვეტილება ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინსიტრების მიერ იქნა მიღებული.
ხმელთაშუაზღვის საპატრულო-სამაშველო ოპერაციები, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ტრიტონი,“ დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
ბრიუსელს სურს ასევე გამოყენებულ იქნას საჰაერო-სამხედრო ძალები იმ გემების გასანადგურებლად, რომლითაც მიგრანტების გადაყვანა ხდება.
კვირას ლიბიასთან ოცმეტრიანი ნავი ამობრუნდა, რომლის ბორტზეც 700 მიგრანტი იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ გემის კაპიტანი და ჯგუფის წევრები დააკავა, რომლებიც ადამიანთა კონტრაბანდას ეწევიან.
იმ დროს, როცა მინისტრები მსჯელობდნენ, შემოვიდა შეტყობინება, რომ ხმელტაშუაზღვაში რამდენიმე კატასტროფის პირამდე მისული ნავი იმყოფებოდა.
ფედერიკა მოგერინმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეებში უმაღლესი წარმომადგენელია, თქვა, რომ გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება, დამტკიცებულია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და რომ ეს არის „ევროკავშირის ენერგიული რეაქცია ხმელთაშუაზღვაზე გაგრძელებულ ტრაგედიაზე.“
მისი თქმით, ევროპა ბოლოსდამბოლოს მზად არის განაცხადოს, რომ ბრძოლას უცხადებს ადამაინების არალეგალურ გადაყვანებს.
მინისტრებმა ევროპული სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის დაფინანსების გაზრდა გადაწვიტეს.
გადა ამისა, გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგი მიმართულებებით:
– თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების 2 თვეში განხილვა.
– ყველა მიგრანტისგან თითების ანაბეჭდის აღება.
– მიგრანტების სხვადასხვა ქვეყნებში დასახლება – მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
– სამშობლოში დაბრუნების მსურველი მიგრანტების ხელშეწყობა.
– ევროკავშირის საემიგრაციო სამსახურების იმ ქვეყნებში გაგზავნა, საიდანაც მიგრანტების შემოდინება ხდება.
ფედერიკა მოგერინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ლიბიასთან მიმართებაში რაიმე ღონისძიების მიღება, რადგან იქ არ არსებობს სახელმწიფო სამსახური, რომელიც საზღვარს გააკონტროლებს.
მინისტრების ერთი ნაწილის აზრია ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში ბანაკების გახსნა, რომ მიგრანტებმა ადგილიდანვე შეძლონ ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაშიდავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის
შემდეგი სტატია“დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება”