ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

ხმაური იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

ხმაური იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშიხმაური იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებული შვიდი პირის პროცესი დასრულდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდებულთაგან 5 მამაკაცს 4 და 5 წლიანი პატიმრობები მიუსაჯა, 2 ქალბატონის ბრალდება კი გადაკვალიფიცირდა და ისინი 3ათას-3ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ. დღესვე გათავისუფლებულებმა და დაკავებულთა ახლობლებმა პარლამენტის შენობასთან შიმშილობის დაწყება დააანონსეს.

ხმაური იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
„მოსამართლე ნატრული აკობია ცნობილია თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებით და მორიგი ასეთი განაჩენი გამოიტანა მან დღეს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. მივდივართ პარლამენტთან, სადაც უვადო შიმშილობის აქციას დავიწყებთ“, აცხადებს ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებული მაია კეკელია.

banner
წინა სტატიაშიოქროპირიძის საქმე – საქალაქო სასამართლო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი – სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი