ხიდაშელი პრემიერს მინისტრად საკუთარი სურვილით არ წარუდგენია

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება არასაპარლამენტო ოპოზიცია.

“ახალი მემარჯვენეები”-ს ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, თინა ხიდაშელის დანიშვნის შესახებ არ იყო დამოუკიდებელი ნაბიჯი.

“პრეზიდენტმა მიღო ადექვატური გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ცოტა მეტად შეაფხიზლოს საზოგადოება.
თუ ვინმეს სჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელს საკუთარი სურვილით წარადგენდა, ვფიქრობ ამის დაჯერება არის უდიდესი გულუბრყვილობა.

ამის დაჯერება ცხადყოფს ჩვენი ანომალური მმართველობის მოდელს”- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშითუ ბიძინა ივანიშვილი, თავისი ნათესავებთან ერთად არ ჩამოცილდა პოლიტიკას, არაფერი არ შეიცვლება სასიკეთოდ
შემდეგი სტატია,,შარლი ებდო,, უკრაინულად გამოვა