ხვალ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ხვალ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში 11:00 საათზე დაიწყება.
არჩევნებში ხმას 35 დელეგატი ფარული კენჭისყრით მისცემს. საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის 50 სკოლაში 5-6 წლის ასაკის ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად ჯგუფები შეიქმნება
შემდეგი სტატია„სამარის ქვაზე ოქროს ასოებით წარწერისთვის შესაწირი“- „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი