ხვალიდან სენაკში კრიტიკული დღეები იწყება

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ხვალიდან სენაკის რაიონში მუშაობას იწყებს ,,ნაციონალური მოძრაობის,, ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც აპირებს რაიონში კორუფციული გარიგებებისა და ნეპოტიზმის სქემები გამოამზეუროს….

სხვა აზრზეა სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე,  რომელიც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათიდან რაიონში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს… ამის შესახებ სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და ადგილობრივებს მოუწოდა, არ აყვნენ აღნიშნულ პროვოკაციებს. დგებუაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის თანამშრომლები პროვოკაციებს არ წამოეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სხვა გეგმებიც აქვთ შემუშავებული, რაც, მისი თქმით, ,,არ გაუვათ,,

სენაკის გამგებლის განცხადებაზე ,,თაიმერთა,, კომენტარი გააკეთე სენაკის საკრებულოს წევრმა და რაიონში ,,ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლაშა კუჭავამ…

,,ორშაბათიდან სენაკში მუშაობას იწყებს ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც სენაკში არსებულ ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების გასაჯაროებასა და მოსახლეობაზე გაცნობას გეგმავს. აღნიშნული აქცია რატომ მიაჩნია გამგებელ გოჩა დგებუაძეს ,,პროვოკაციად” ეს მოსახლეობისათვის ნათელია… პროვოკაციას რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით გამგებელმა უკვე მისცა მითითება სოფლის რწმუნებულებს მოიყვანონ სოფლებიდან აქტივისტები და ამ ხალხის დახმარებით იგეგმა ,,ნაციონალური მოძრაობის,, ოფისთან დაპირისპირების პროვოცირება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, არც აქტივისტები და არც მხარდამჭერები არ აპირებენ ,,ქართული ოცნების” ოფისთან მისვლას და რაიმე სახის პროვოკაციის დაგეგმვას,, აცხადებს ლაშა კუჭავა.

აღსანიშნავია, რომ კორუფციასა და ნეპოტიზმის ბრალდებას, როგორც ,,ნაციონალები,, ასევე სხვა პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები, სენაკში ძირითადად სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს უყენებენ და არა ,,ქართული ოცნების,, სხვა რომელიმე თანამდებობის პირს… მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეზე მსგავსი ბრალდება ჯერჯერობით არ გაჟღერებულა…

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსთავში ქობულეთში დაღუპულ ბავშვებს გლოვობენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის განცხადება