ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

საქართველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, ხვალიდან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან წვიმაა ნავარაუდევი, ხვალიდან კი გამოიდარებს. ტემპერატურა ხვალ დღისით +13 +18, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ +14 +19, ღამე 0 +5 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს მოსალოდნელია ქარი 17-22 მეტრი წამში, ტემპერატურა 12 გრადუსია ნავარაუდევი. ხვალ კი ამინდი დედაქალაქშიც გაუმჯობესდება და ტემპერატურა დღისით +18 ღამე +3 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი გზავნილი ლუკაშენკოს არ ჩამოუტანია, ყველაფერი აბსოლუტურად საჯარო იყო
შემდეგი სტატიასკანდალი აშშ-ში… კლინტონების კავშირი რუსულ ფულთან