ხელყუმბარა აღმოაჩინეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ასაფეთქებელი ნივთიერება 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს.
112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან სავარაუდოდ ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს.