„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნა შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა“

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა ასევე სახლემწიფო აუდიტის სამსახურშია გადაგზავნილი.

როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები სისტემური ხასიათისაა, სამინისტრო სახელმწიფო აუდიტისგან წინა წლების საქმიანობის შემოწმებაც მოითხოვს.

„აუდიტის დასკვნა უკვე გადავაგზავნეთ შესაბამის ორგანოებში. ასევე, გადავაგზავნეთ სახელმწიფო აუდიტში, სადაც, იმის გამო, რომ დარღვევები არის სისტემური ხასიათის, ვითხოვთ მოხდეს წინა წლების შემოწმება ამ კუთხით“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა თანამდებობიდან დაითხოვეს, მის შემცვლელად კი ზაზა აბაშიძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა იწყება
შემდეგი სტატია„განათლების სამინისტროს 26 მაისის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე ექნება“